კორონავირუსი - სასარგებლო სიახლე ქართველი საზოგადოებისთვის ჟურნალისტის, ხათუნა შარაძისგან.
Coronavirus: notizie utili per la comunità georgiana dalla giornalista Khatuna Sharadze.
დღეს იტალიის რესპუბლიკაში არაერთი ქართველი ემიგრანტი ცხოვრობს. საქართველოს მოქალაქეების ემიგრაციის ძირითადი ფაქტორი კომპლექსურია და დაკავშირებულია როგორც ეკონომიკურ, სოციალურ, პოლიტიკურ, ისე ადამიანების ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებთან. გამომდინარე აქედან, დღეს-დღეობით იტალიაში ათასობით საქართველოს მოქალაქე შრომით მიგრაციაში იმყოფება.
იტალიელმა ჟურნალისტმა, www.vivicastellanagrotte.it-ის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა დანიელა ლოვეჩემ, ვებ გვერდი ქალაქ კასტელანა გროტეში მცხოვრებ ქართველ მკითხველს დაუთმო, რათა მათთვის ხელმისაწვდომ ენაზე მიიღონ საჭირო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
იტალიის რესპუბლიკაში მინისტრთა საბჭოს პრეზიდენტის 2020 წლის 10 მარტის ბრძანებულებით ძალაში შევიდა ახალი კანონი - „მე ვრჩები სახლში“, რომელიც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 3 აპრილამდე გავრცელდება.
წესები მოქმედებს იტალიის მთელ ტერიტორიაზე! დ ებუ ლ ების ზ ო გად ი პრინციპია, თავიდან აიცილონ ახალი ლოკაციები.
მკაცრად იკრძალება ყველა სახის საზოგადოებრივი შეკრება საჯარო ადგილებში ან საზოგადოებისთვის ღია ტერიტორიაზე.
აკრძალულია ნებისმიერი ტიპის გადაადგილება ოფიციალური ნებართვის გარეშე, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:
- დოკუმენტურად დასაბუთებული სამსახურებრივი საჭიროება;
- საგანგებო სიტუაციები;
- ჯანმრთელობის მიზეზები;
- სახლში ან რეზიდენციის ადგილას დაბრუნება!- ყველა ღონისძიება და სპორტული შეჯიბრი იკრძალება, გარდა დახურული კარების მიღმა საერთაშორისო შეჯიბრებებისა;
- დასაშვებია სპორტული ვარჯიში გარეთ, იმ პირობით, რომ ყოველთვის და ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანები შეინარჩუნებენ ერთმანეთისგან 1 მეტრის დისტანციას;
- ვისაც სხეულის ტემპერატურა 37,5 ° ჩ- ზე მაღალი აქვს, "მკაცრად რეკომენდირებულია" სახლში დარჩენა;
- მათ საყურადღებოდ, ვინც სახლში, თვითიზოლაციაშია უნდა დარჩეს;
ახალი დებულების თანახმად, ორგანიზაციებმა ხელი უნდა შეუწყონ თავიანთ თანამშრომლებს შვებულებაში გასვლასა და დასვენებაში;
- ყველა სათხილამურო კურორტი დაკეტილია;
- გაუქმებულია ყველა კულტურული, რელიგიური, სპორტული, გასართობი და სავაჭრო ღონისძიება;
- ბავშვთა აღზრდის ცენტრებში, სკოლებსა და უნივერსიტეტებში ყველა საქმიანობა შეწყვეტილია;
- ყველა სამოქალაქო და რელიგიური ცერემონია, მათ შორის დამკძალავი პროცესია, შეწყვეტილია;
- ბარებსა და რესტორნებში საქმიანობა ნებადართულია დილის 6 საათიდან 18 სთ-მდე, იმ პირობით, რომ ყოველთვის და ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანები ერთმანეთისგან 1 მეტრის დისტანციას დაიცავენ;
- დაიშვება ყველა სხვა კომერციული საქმიანობა იმ პირობით, რომ ყოველთვის და ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანები ერთმანეთისგან 1 მეტრის დისტანციას დაიცავენ;
- კვირის ბოლოს საშუალო და დიდი მაღაზიები (მაგალითად, სავაჭრო ცენტრები, სუპერმარკეტები და ბაზრები) დაიხურება;
- სპორტული დარბაზი, სპორტული ცენტრები, საცურაო აუზები, სპა ცენტრები და გამაჯანსაღებელი კურორტები, რეკრეაციული და საზოგადოებრივი ცენტრები დაიხურება;
- შეჩერ დ ა მართვის მოწმობის ყველა გამოცდა.
გადაადგილებისას თან იქონიეთ ავტო სერტიფიკატი.
გისურვებთ ჯანმრთელობას!